ირანის პარლამენტმა რუსეთთან 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დაამტკიცა – სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს შეთანხმება მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თავდაცვითი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მესუდ ფეზეშკიანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი 17 იანვარს მოაწერეს – რუსეთის პარლამენტმა ის აპრილში დაამტკიცა.
დოკუმენტი არ შეიცავს ერთმანეთის თავდაცვის ვალდებულებას, თუმცა აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა ითანამშრომლებს საერთო „სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ”, განავითარებს მათ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ წვრთნებში.
სტრატეგიული პარტნიორობის პაქტი ასევე მოიცავს ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების ჩანაწერებს, მათ შორის პირდაპირი საბანკო თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ.