ირანის ერთ-ერთ მთავარ პორტში ძლიერ აფეთქებას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 750-ზე მეტი.
აფეთქება შაჰიდ რაჯაეში, ქვეყნის უდიდეს კომერციულ პორტში, ქალაქ ბანდარ აბასთან მოხდა.
აფეთქებამ მიმდებარე შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია და გაანადგურა მანქანები. მოსახლეობის თქმით, აფეთქება 50 კილომეტრის დაშორებითაც იგრძნობოდა.
BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა კერძო საზღვაო რისკის ფირმამ განაცხადა, რომ მათი აზრით, კონტეინერებში „მყარი საწვავი იყო, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისთვისაა განკუთვნილი“.
სამთავრობო მედიის ცნობით, აფეთქება ხანძრის გაჩენის შემდეგ მოხდა და გავრცელდა უკვე განხსილ კონტეინერებზეც, რომლებშიც „აალებადი მასალები“ ინახებოდა.