ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშაბათს ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად 200 პირი გარდაიცვალა.
ირანში დღეის მდგომარეობით ვირუსის შედეგად გარდაცვალების 11 931 შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფიცირების კი – 245 688 შემთხვევა.
ირანი ამ დრომდე კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არის.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მიზნით შაბათს დამატებითი შეზღუდვები შემოიღო. პირბადის ტარების წესის დამრღვევ პირს საჯარო სერვისებით სარგებლობის უფლება არ ექნება, ხოლო სამუშაო ადგილები, რომლებზეც პროტოკოლით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს სრულად არ გაითვალისწინებენ, ერთი კვირით დაიხურება.