ირანში, სოლეიმანის საფლავთან აფეთქებებს სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე. როგორც ირანის სამთავრობო მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი და დაშავდა 50.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქებები.