ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნას 170-ზე მეტი მგზავრი ემსხვერპლა

პუბლიკა

უკრაინული Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევში უნდა გაფრენილიყო, თეირანში იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 170-ზე მეტი მგზავრიდან ყველა დაღუპულია. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

თვითმფრინავმა, რომელიც აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა და დაიწვა, კატასატროფა, სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემების გამო განიცადა.