IRI-ის კვლევა | მოსახლეობის 82% დადებითად ჯარის, 79% კი ეკლესიის მუშაობას აფასებს

პუბლიკა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 82% ჯარის მუშაობას აფასებს დადებითად, 79% – ეკლესიის, ხოლო 64% – ქართული მედიის.

ქართული ინსტიტუტებისa და ორგანიზაციების შესახებ მოსაზრების გამოთქმისას გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ჯარი – 82% დადებითად; 12% უარყოფითად;
  • ეკლესია – 79% დადებითად; 14% უარყოფითად;
  • ქართული მედია – 64% დადებითად; 30% უარყოფითად;
  • პოლიცია – 54% დადებითად; 39% უარყოფითად;
  • პრემიერ-მინისტრის ოფისი – 52% დადებითად; 41% უარყოფითად;
  • ადგილობრივი ხელისუფლება – 50% დადებითად; 42% უარყოფითად;
  • მინისტრთა კაბინეტი – 45% დადებითად; 49% უარყოფითად;
  • ცესკო – 42% დადებითად; 51% უარყოფითად;
  • საჯარო განათლების სისტემა – 35% დადებითად; 58% უარყოფითად;
  • პრეზიდენტი – 33% დადებითად; 61% უარყოფითად;
  • პროკურორი – 31% დადებითად; 52% უარყოფითად;
  • სასამართლოები – 30% დადებითად, 55% უარყოფითად;
  • გუბერნატორები – 29% დადებითად; 45% უარყოფითად;
  • ეროვნული ბანკი – 29% დადებითად, 59% უარყოფითად;
  • პოლიტიკური პარტიები – 27% დადებითად, 62% უარყოფითად;
  • პროფკავშირები – 15% დადებითად; 43% უარყოფითად.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.