IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსების რეიტინგში გახარია ლიდერობს

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახალი ეროვნული მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის ერთ-ერთი ნაწილი პოლიტიკური პარტიებისა და პლატფორმების შესახებ კითხვებს ეხება.

პოლიტიკოსებისა და საჯარო ფიგურების შეფასებაზე გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება:

ილია მეორეს გამოკითხულთა 89% დადებითად აფასებს. ამირან გამყრელიძეს დადებითად აფასებს 74%. სიაში მესამე გიორგი გახარიაა, რომელსაც 63% აფასებს დადებითად; მეოთხეა სიაში კახა კალაძეა, მეხუთე დავით ბაქრაძე, მეექვსე შალვა ნათელაშვილი. ბიძინა ივანიშვილს კი დადებითად გამოკითხულთა 41% აფასებს. ყველაზე ნეგატიურად გამოკითხულები ზურა ჯაფარიძის საქმიანობას აფასებენ.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი-2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.