საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა. კვლევაში კითხვების ნაწილი საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს ეთმობა. მოსახლეობას კითხვები რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
გამოკითხულის მოსახლეობის 78% რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას არ ემხრობა.
საინტერესოა, როგორ ნაწილდება ამ კითხვაზე პასუხები პარტიული აფილიაციის მიხედვით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან შედარებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო მეტად ეთანხმებიან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნებას და ასევე უფრო მეტად იზიარებენ აზრს, რომ „უნდა ვიყოთ ტოლერანტული, იმიტომ, რომ ეს საჭიროა ჩვენი ეკონომიკისთვის“.
- კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესახებ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით, მოსახლეობის 36%-ს ევროკავშირის 12 პუნქტის შესახებ არ გაუგია, მოსახლეობის 24%-ს 12 პუნქტის შესახებ გაუგია, თუმცა არ იცის, რის შესახებაა. მხოლოდ 37%-ს აქვს ინფორმაცია, როგორც ევროკავშირის 12 პუნქტზე, ასევე მის შინაარსზე. გამოკითხულთა 45% არ სჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. მოსახლეობის 50% -ს კი 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი არ აქვს.