IRI: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ მოთხოვნას გამოკითხულთა 34% მხარს უჭერს

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოკითხულთა 34% მხარს უჭერს, 34% კი ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, პასუხები ასე გამოიყურება:

  • მხარს აუცილებლად დავუჭერდი – 34%
  • რაღაც მხრივ დავუჭერდი – 18%
  • რაღაც მხრივ წინააღმდეგი ვიქნებოდი – 8%
  • აუცილებლად წინააღმდეგი ვიქნებოდი – 34%
  • არ ვიცი/არ უპასუხიათ – 6%

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით