ირმა ინაშვილი კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრის

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი კენჭს თბილისში, ნაძალადევის რაიონში იყრის, – დღეს პარტიამ საარჩევნო კამპანია გახსნა და კანდიდატები დაასახელა.

„ირმა ინაშვილი იქნება ჩვენი მთავარი მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში, ნაძალადევის რაიონში. ნაძალადევში, იქ, სადაც არის შალვა ნათელაშვილი. ჰოდა, ყველაფერი გამოჩნდება”, – ასე წარადგინა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თარხან-მოურავმა ინაშვილი.


ნაძალადევის რაიონში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია.

ოპოზიციის ნაწილმა კი ამ ოქლში კანდიდატად შალვა ნათელაშვილი დაასახელა.