ირპინის მერი: „ქალაქი გათავისუფლებულია მოსკოველი უწმინდურებისგან“

პუბლიკა

„ჩვენი ირპინი გათავისუფლებულია მოსკოველი უწმინდურებისგან“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიივის ოლქის ქალაქ ირპინის მერი ალექსანდრ მარკუშინი წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში მარკუშინი მიმართავს ქალაქის მცხოვრებლებს, ჯერ არ დაბრუნდნენ ქალაქში, რადგან სახიფათოა. მისივე ინფორმაციით, უკრაინელები გააგრძელებენ წინსვლას ბუჩას, გოსტომელის, ვორზელის გასათავისუფლებლად.