ის ღებულობს სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს - ბრეგაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„ის ღებულობს სხვადსახვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს… ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“,-  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

„ჩვენ ამის შესახებ პარლამენტს ვუპასუხეთ, ისედაც საჯარო გახდება ეს ინფორმაცია, დიახ მან თავიდან შემოსვლისას როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, შემოსახლებიდან 2 დღეში, მან შეიძინა საკვები პროდუქტები, შემდგომში როგორც იცით მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე, გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები, სხვადსხვა სახის და ნატურალური წვენები, ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, სააკაშვილი ახლაც ღებულებს თუ არა აღნიშნულ პროდუქტებს, ბრეგაძე პასუხობს, რომ: – „ღებულობს, დიახ.“

კითხვაზე პასუხად, აქვთ თუ არა ფოტო ან ვიდეო მტკიცებულებები, მინისტრმა უპასუხა, რომ:

„მე ვთქვი რომ ის ღებულობს სხვადასხვა სახის ფაფას და ნატურალურ წვენებს, და ბუნებრივია რასაც ვამბობთ ჩვენ თითოეულ ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს.“

ბრეგაძემ არ უპასუხა კითხვას აღნიშნული პროდუქტები მასთან დაცვის მხარეს შეაქვს თუ ციხის რაციონიდანაა.