„ის ქალი მე ვარ“ – მეზვრიშვილის ხუმრობა კობახიძის განცხადებაზე

პუბლიკა

„ის ქალი მე ვარ“, – ხუმრობით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი“ გახარიას.

მოგვიანებით კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალი, რომელმაც, მისი თქმით, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

„არც არასდროს ყოფილა ეს ქალბატონი „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში, გახარიას პარტიიდან. [კოკაინი გაასინჯა] მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან. ჯერ ერთი, რომ ქალბატონს ეხება საქმე და მძიმე შემთხვევაა, რა თქმა უნდა, მოვერიდები, რომ მისი სახელი და გვარი დავასახელო. უტყუარია ეს ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.