„ის ქვეყანაში შემოვიდა, როგორც კურდღელი“ – წულუკიანი სააკაშვილზე

პუბლიკა

კულტრურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზეც ისაუბრა.

„გუშინ ჩვენი სამართალდამცავების მიერ თავიდან იქნა აცილებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უდიდესი პროვოკაცია, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა, როგორც მას სჩვევია, როგორც კურდღელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის დაკავება იქნება წარსულთან დამშვიდობება.

გუშინ, 1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია.