ისანში 3 ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა

პუბლიკა

ისანში სამი ადამიანი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა – ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, განიხილება სუიციდის ვერსია და გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.

ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის გარდაცვლილები – უწყებაში ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან – მშობლები და შვილი.

მედიისვე ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.

დამატებითი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მასალა განახლდება.