ისანში შუა ხნის ასაკის კაცი მოკლეს. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.