ისანში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს

პუბლიკა

ისანში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს. შსს-ს ცნობით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ინდოეთის მოქალაქეა.