ისე არ გავალ აქედან, რომ საბარგულში მოვთავსდე - მელია ენმ-ის ოფისიდან გასვლაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის ოფისიდან გასული მანქანების საბარგულებს პოლიცია ამოწმებს.

„ამიტომაც არიან შეწუხებული ხელისუფლებაში და თითოეული ავტომობილი, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ვპირდები, რომ ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი? რატომ შეშფოდნენ? რადგან მათ გაიგეს [რომ შენობიდან გავედი], ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება და ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველ ავტოსატრანსპორტო საშუალებას“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია დღეს პარტიის ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.