ისფედმა PVT-ის შედეგები დამკვირვებლის 95%-სგან მიიღო. ქვემოთ მოცემულია პარტიები, რომლებმაც არჩევნების პროპორციულ კომპონენტში, ეროვნულ დონეზე 1%-ზე მეტი მოაგროვეს. მოცემული ცხრილი მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალური და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).
არჩევნების შედეგები – ეროვნული დონე (საქართველო) , პროპორციული
- „ქართული ოცნება“ – 46.6%
- ენმ – 31.1%
- გახარია – საქართველოსთვის 7.7%
არჩევნების დღის შედეგები – თბილისის პროპროციული
ამ მონაცემებით, ცდომილების გათვალისწინებით მაქსიმალური პროცენტი, რაც შეუძლია პარტიებს მოაგროვოს, ასე გამოიყურება:
- „ოცნება“ – 39.7%
- ენმ – 28.3%
- გახარია – საქართველოსთვის – 8.8%
არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation – PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.