ისანში მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სალიკვიდაციოდ ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძარი დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.