ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მოკლულია ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაური ნაბილ კაუკი.
კაუკი ჰეზბოლას ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
მედია იუწყება, რომ ჰეზბოლას კაუკის სიკვდილი ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა მეთაურის სიკვდილის შესახებ მისი მიმდევრები სოციალურ ქსელებში წერენ.
27 სექტემბერს უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობით, ნასრალა და ჰეზბოლას სხვა ლიდერები დაიღუპნენ პარასკევს, ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად.
ნასრალა ჰეზბოლას 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც ლიბანის შიდა პოლიტიკაში, ასევე რეგიონულ კონფლიქტებში. ნასრალა მთავარ ფიგურად მიიჩნევა ჰეზბოლას პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიების ჩამოყალიბებაში.