ისრაელი და „ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას დათანხმდნენ - Reuters

პუბლიკა

„ისრაელი და „ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას დათანხმდნენ”, – Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში ადგილობრივი დროით 02:00 საათზე შევა.

„პოლიტიკური უშიშროების კაბინეტმა ერთხმად მიიღო უსაფრთხოების ყველა წარმომადგენლის – შტაბის, შიდა უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო დაზვერვის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების რეკომენდაცია, რომ გაიზიაროს ეგვიპტის ინიციატივა ორმხრივი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ამოქმედდება მოგვიანებით”, – ნათქვამია ისრაელის უშიშროების კაბინეტის განცხადებაში, რომელსაც BBC ავრცელებს.