ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას

პუბლიკა

ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტუნის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისკენ.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.

ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას” – ვკითხულობთ განცხადებაში.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.