ისრაელი ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალ მონაცემებს აქვეყნებს

პუბლიკა

ისრაელში წარმოებული კვლევების მიხდევით, ვაქცინაციის პროცესი ეფექტიანად მიმდინარეობს.

როგორ The Guardian წერს, ისრაელში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინით აცრილი ადამიანების მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა და მათგან მხოლოდ  0.002%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

გამოცემის თანახმად, ისრაელში ყოველი მესამე ადამიანი უკვე აცრილია ვაქცინის ერთი დოზით მაინც და ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. მათი თქმით, 60 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით 70% უკვე აცრილია Pfizer/BioNtech-ის ვაქცინების 2-ვე დოზით. ქვეყანაში დღეში, საშუალოდ, 200 000 ადამიანი იღებს ვაქცინას, ხოლო გასულ კვირას დაიწყო 35 წელს ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაცია. 16-18 წლის სკოლის მოსწავლეების, რომლებიც საუნივერსიტეტო, მისაღებ გამოცდებზე დარეგისტრირებას შეძლებენ.

გასულ კვირას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 715 425 აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 317 (0.04%) დაინფიცირდა სრულად, აცრიდან ერთი კვირის შემდეგ. მათგან მხოლოდ 16-ს (0.002%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა პროვაიდერმა, ორგანიზაცია Maccabi-მ გაავრცელა ინფორმაცია მათი მცირე კვლევის შესახებ, რის მიხედვითაც 163 000 პირიდან, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ორივე დოზა, მხოლოდ 31 დაინფიცირდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მონაცემების თანახმად, ვაქცინა ეფექტიანია 92%-ით, რაც ახლოსაა იმ 95%-თან, რასაც Pfizer აცხადებდა.

Maccabi-ის ვიცე-პრეზიდენტის ანატ ეკა ზოჰარის თქმით, „ეს ძალიან, ძალიან კარგი ამბავია“.