ისრაელმა დოჰაში „ჰამასის“ მაღალი რანგის ლიდერებზე საჰაერო იერიში მიიტანა

პუბლიკა

ისრაელმა  დოჰაში საჰაერო დარტყმა განახორციელა „ჰამასის“ მაღალი რანგის ლიდერებზე, რომლებიც ამ დროისთვის ყატარის დედაქალაქში იმყოფებოდნენ.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა და დაამატა, რომ „არ შეეგუება ისრაელის ასეთ უპასუხისმგებლო ქცევას“.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ „ზუსტი დარტყმა“ განახორციელეს და სამიზნე პირები „პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი 7 ოქტომბრის სასტიკ ხოცვა-ჟლეტაზე.“