5-დღიანი ზავის შემდეგ ისრაელმა ღაზის დაბომბვა განაახლა.
2 დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ აფართოებენ სახმელეთო ოპერაციას ღაზაში. 4 დეკემბრის ღამეს IDF-მა 200-ზე მეტი წერტილი დაბომბა.
სამიზნეებს შორის იყო სკოლა ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ბეიტ ჰანუნში, რომელშიც, IDF-ის მტკიცებით, განთავსებული იყო „ტერორისტულ ინფრასტრუქტურა“, მათ შორის გვირაბები, რომლებიც აღჭურვილი იყო იარაღითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
ასევე, IDF ამბობს, რომ დაბომბეს მანქანა, რომელშიც იარაღი ინახებოდა.
„IDF აახლებს და აფართოებს სახმელეთო ოპერაციას ჰამასის წინააღმდეგ მთელი ღაზის სექტორში“, – განაცხადა IDF სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.
შაბათის შემდეგ ღაზაში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 7 ოქტომბრის შემდეგ – ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 15 200 პალესტინელი ემსხვერპლა.
ღაზაში სამხედრო ოპერაციის პარალელურად, ისრაელელი ჯარისკაცები აწყობენ რეიდებს და აკავებენ რიგით მოქალაქე პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროზე.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. მსხვერპლთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო.