ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში ათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციაზე ქუჩაში გამოვიდა. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ გატარებულ ღონისიძიებებსა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის მართვის მეთოდებსა და რეგულაციებს აპროტესტებდნენ. აქცია ორგანიზებული იყო მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისა და თვითდასაქმებულების მიერ.
როგორც BBC წერს, მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მთავრობის მიერ მიღებული ზომების გამო, რამაც ისრალეში ბევრ ადამიანს საარსებო წყარო წაართვა. მათი თქმით, მთავრობის მიერ ვირუსისგან დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი ჭიანურდება და დახმარების მიმღებთა ნაწილი კომპენსაციას თვეების განმავლობაში ელოდება.
worldometers-ის მონაცემებით, ისრაელში 749 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაცვლილია 358 ადამიანი. სულ ქვეყანაში 38,213 შემთხვევაა დადასტურებული.