ისრაელში Pfizer-ით 128 600 ადამიანის აცრის შემდეგ Covid-19 მხოლოდ 20 პირს დაუდასტურდა

პუბლიკა

ისრაელში Pfizer-ის ორი დოზით აცრის შემდეგ ერთ კვირაზე მეტ ხანში Covid – 19 ვაქცინირებული მოქალაქეების 0.01%-ს დაუდასტურდა – წერს Reuters ისრაელის წამყვან მიმწოდებელზე დაყრდნობით. 

ისრაელის ჯანდაცვის ორგანიზაცის მიერ გამოქვეყნებული პირველადი შედეგების მიხედვით, 128 600 ადამიანიდან, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდა, მხოლოდ 20 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი.

ისრაელის ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული 20 ადამიანიდან ნახევარს აქვს ქრონიკული დაავადებები. ყველა მათგანს აღენიშნებოდა მსუბუქი სიმპტომები, თავის ტკივილი, ხველა, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება.

„მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. ტემპერატურა კი არ ყოფილა 38.5-ზე მაღალი“,- აცხადებენ ისინი.

როგორც Reuters წერს, ისრაელი მსოფლიო ლიდერია მოსახლეობის ვაქცინაციის კუთხით. ისრაელში Pfizer-ის ვაქცინაციის პირველი ეტაპი 19 დეკემბერს დაიწყო.