ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტას 44 ადამიანი ემსხვერპლა - BBC

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა მასობრივი ჭყლეტის შედეგად ლაგ ბა-ომერის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას. დაშავებულია ათობით ადამიანი.

გამოცემის ცნობით, დღესასწაულს ათობით ათასი ორთოდოქსი ებრაელი ესწრებოდა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს, ჭყლეტა მაშინ დაიწყო, როდესაც ძალიან ვიწრო გასასვლელში გადაადგილებას ათასზე მეტი ადამიანი ცდილობდა, რამდენიმე მათგანის წაქცევა კი პანიკის მიზეზი გახდა.