ISSA-ს კვლევა: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%

პუბლიკა

ISSA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%.

კვლევის მიხედვით, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ემხრობა თბილისის (63%) და პროევროპული ოპოზიციის (88%)  ამომრჩეველთა უმრავლესობა.

რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე.

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველთა 82%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.

რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს.

შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

გამოპასუხების წილი: 71%

საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში.