სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი წერს, რომ საინფორმაციო ცენტრში შევიდა ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია.
„შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა „თბილისი ცენტრალშიც“.
იმავე შეტყობინების საფუძველზე დღეს საქართელოს რამდენიმე სასამართლოში გამოცხადდა ევაკუაცია.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადეს, რომ ევაკუაციის მიზეზი უსაფრთხოება იყო.