იტალიის მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებით, ქვეყანა 3 ივნისიდან საზღვრების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 ივნისიდან მოქალქეებს საშუალება ექნებათ ასევე ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილდნენ.
იტალია იყო პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც მკაცრი კარანტინი გამოაცხადა მარტში და შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანამ 4 მაისიდან დაიწყო. 18 მაისიდან კი იხსნება მაღაზიები და გადაადგილება რეგიონის შიგნით.
COVID-19-ით იტალიაში 31 600-ზე მეტი ადამიანი გარდაოცვალა.