იტალიის მთავრობამ პარასკევს პოლიციას დაავალა დააკავოს 700 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირადღირებული იახტა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა უკავშირდება. ამის შესახებ გამოცემა reuters წერს.
წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ პოლიციას სჯეროდა, რომ მფლობელი იყო ედუარდ ხუდაინატოვი, რუსული ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის (ROSN.MM) ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად არ არის ევროკავშირის სანქციების სამიზნე.
დაყადაღების ბრძანებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, არ არის დასახელებული მფლობელის ვინაობა და მხოლოდ ითქვა, რომ მას კავშირები აქვს „რუსეთის მთავრობის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან”
აქვე ნათქვამია, რომ სამინისტროს ცნობით, თავად იახტის მფლობელი არ იყო ბრიუსელის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შედგენილი სანქციების სიაში. თუმცა, ნათქვამია, რომ რომმა სთხოვა ბრიუსელს ამის გამოსწორება და იახტის დაკავების ბრძანება გასცა.