იტალიაში 4 მაისიდან საკარანტინო პირობები იცვლება

პუბლიკა

იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის 4 მაისიდან საკარანტინო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

4 მაისიდან რამდენიმე სიახლეა, მათ შორის:

1)იმავე რეგიონში მცხოვრებ ახლობლებთან/ნათესავებთან ვიზიტების შესაძლებლობა;

2)პარკებისა და საზოგადოებრივი ბაღების გახსნა, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

3)ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა შეკრებების თავიდან აცილება (მერებმა შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ პარკების კვლავ დროებით დახურვა, თუ გარანტირებული არ იქნება შეკრების აკრძალვა).

4)საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ დახურულ ადგილებში (მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კომერციული დაწესებულებები) ნიღბის გამოყენება სავალდებულო ხდება;

5)ახალი Dpcm ასევე ითვალისწინებს სახლში დარჩენის ვალდებულებას ყველასთვის, ვისაც აქვს სუნთქვასთან დაკავშირებული სიმპტომები და ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მაღლა;

6)4 მაისიდან შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ მოტორიკულ და სპორტულ აქტივობას, ინდივიდუალურად, თუნდაც სახლიდან შორს;

7)კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეხება დაკრძალვის ცერემონიას, რომელში მონაწილეობაც შესაძლებელია მაქსიმუმ 15 ადამიანისთვის, ისევ და ისევ დამცავი ნიღბებით;

8)4 მაისიდან შესაძლებელი ხდება ბარებსა და რესტორნებში შეკვეთის ადგილზე მიცემა და მისი პირადად გამოტანა (Take away). ბუნებრივია, ძალაში დარჩება აქამდე არსებული შეკვეთის გამოძახების და სახლში მიტანის სერვისიც;

9)უამრავი საწარმო და სამრეწველო ობიექტი აღადგენს საქმიანობას;

10)მუშაობას იწყებენ საწარმოო და სამშენებლო სექტორები, მათთან დაკავშირებული ყველა საბითუმო საქმიანობასთან ერთად, სამუშაოზე უსაფრთხოების ზომების მოქმედი წესების დაცვით;

ვრცლად იტალიაში საკარანტინო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

იტალიაში ახალი კორონავირუსით 210, 717 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 28, 884 ადამიანი.