იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

worldometers-ის მონაცემებით, კორონავირუსით ბოლო 24 საათში იტალიაში 889 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსით ინფიცირების 5 974 შემთხვევა დაფიქსირდა.

9 551 შემთხვევა დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თუმცა მას შედარებით დაბალი სიკვდილიანობა აქვს და ბოლო 24 საათში 207 გარდაცვლილი ჰყავს.

674 ადამიანი გადაიცვალა ვირუსით დღეს ესპანეთში, 260 კი – ინგლისში.

ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი საერთო მაჩვენებელი კვლავ შეერთებულ შტატებს აქვს – 113 000-ზე მეტი.

საქართველოში კი კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 90

  • მათ შორისმ გამოჯანმრთელებული – 16

  • კარანტინის რეჟიმში – 4534

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276