იტალიაში დაკარგული ქართველი ქალი ცოცხალი იპოვეს - საგარეო

პუბლიკა

ნაპოვნია სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც იტალიის ქალაქ ნეაპოლში 22 იანვარს სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ნეაპოლის საგამოძიებო უწყებაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაცია გოგოს პოვნის შესახებ დაუდასტურეს.

სალომე ტეტუნაშვილის მეგობრების ინფორმაციით, ის სახლიდან 22 იანვარს, საღამოს ნაგვის გადასაყრელად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

„ურნა არის საკმაოდ ახლოს და დიდი მანძილის გავლა ამისთვის არ დასჭირდებოდა“, – ამბობდა ერთ-ერთი მათგანი.

ტეტუნაშვილის მეგობრებმა ნეაპოლში აქციაც გამართეს, ისინი პოლიციის ეფექტიან რეაგირებას მოითხოვდნენ.