იტალიაში კორონავირუსის შესაჩერებლად საგანგებო ზომებს მიიღებენ. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან 2 ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსით ყველაზე მეტი – 54 ადამიანი ლომბარდიის რეგიონში დაინფიცირდა.
საგანგებო ზომების მიღების შემდეგ ქვეყანაში გაუქმდება საჯარო ღონისძიებები, დაიკეტება საჯარო დაწესებულებები, მათ შორის მუზეუმებიც. კარანტინში მოათავსებენ ყველა იმ ადამიანს ვისაც შესაძლოა, ვირუსი ჰქონდეს და შეიზღუდება სატრანსპორტო მიმოსვლა
„ჩვენ გვიწევს სავალდებულო გადაუდებელი ზომების მიღება, რათა უახლოეს საათებში ვირუსის გავრცელების არეალი შევზღუდოთ“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ.
CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 80 000-მდე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 2 462 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მათგანი ჩინეთს გარეთ.