იტალიაში ასი ათასობით არალეგალურად დასაქმებული მიგრანტი, მათ შორის ქართველიც, დროებით ლეგალურად შრომის უფლებას მოიპოვებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს, რომლებიც ოფიციალური საბუთების გარეშე ცხოვრობენ და მუშაობენ, სპეციალური დოკუმენტის მიღება შეეძლებათ, რაც მათ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას, ასევე იტალიის ჯანდაცვისა და სხვა სერვისებით სარგებლობის უფლებას მისცემს.
მმართველი კოალიცია კორონავირუსისგან გამოწვეული კრზისისგან დასაღწევად ეკონომიკის მასტიმულირებელ 60 მილიარდიან პაკეტზე მუშაობს. გეგმაზე მუშაობისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტერეზეა ბელანოვამ წამოაყენა ინიციატივა, რომ შრომის კანონმდებლობაში დროებიტ მაინც ცვლილებები შევიდეს და დამლაგებლებს, მომვლელებს, ფერმებსა და სხვა რამდენიმე ტიპის სექტორში დასაქმებულ მიგრანტებს ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცეთ.
მიგრანტებისთვის ამ ბენეფიტების მიცემას ზოგიერთი პოლიტიკოსი ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ რამდენიმეკვირიანი განხილვისა და დებატების შემდეგ იტალიის მმართველმა კოალიციამ გადაწყვეტილება მიგრანტების სასარგებლოდ მიიღო.