იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ჩაძირვის შემდეგ. გემი, რომელზეც ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, კალაბრიის რეგიონის ქალაქ კროტონეს მახლობლად სავარაუდოდ კლდეებს შეეჯახა.

27 პირის ცხედარი კალაბრიის რეგიონში, სტეკატო დი კუტროს სანაპიროზე იპოვეს.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით ზღვაში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.