იტალიაში სამედიცინო პერსონალისთვის Covid-ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდა - Reuters

პუბლიკა

იტალიაში სამედიცინო პერსონალისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდა. ინფორმაციას Reuters იტალიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შესაბამის განკარგულებას ხელი იტალიის მთავრობის მეთაურმა, მარიო დრაგიმ მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, აცრა სავალდებულოა როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე ფარმაცევტებისთვის, ხოლო მათ, ვინც უარს იტყვის აცრაზე, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში ხელფასი არ გადაუხადონ.

„ახალი რეგულაციის მიზანია, დავიცვათ რაც შეიძლება მეტი სამედიცინო პერსონალი, რომელთაც იმ გარემოში უწევთ მუშაობა, სადაც დაინფიცირებისთვის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს უწევთ ყოფნა“, – ნათქვამია იტალიის მთავრობის განკარგულებაში.

იტალიაში ამ ეტაპზე აცრილია 10 მილიონი ადამიანი. მიუხედავად ამისა, ბოლო თვის განმავლობაში ინფიცირებულთა  და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. შედეგად, მთავრობამ კვლავ გაამკაცრა კოვიდშეზღუდვები.