იტალიელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ენიო მორიკონე 6 ივლისს 91 წლის ასაკში რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
ოსკაროსან კომპოზიტორს 500-ზე მეტი მხატვრული ფილმისა და ტელესერიალისთვის აქვს მუსიკა შექმნილი.
ადგილობრივი მედიების ცნობით, კომპოზიტორი რამდენიმე დღის წინ წაიქცა და ბარძაყის მოტეხილობა მიიღო.