იტალიური მედიის ცნობით, რომში, ერთ-ერთ დასახლებაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
მედიის ცნობით, კაცი სახლში მიმავალ ქალს ჯერ აედევნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ის საერთო საცხოვრებელში შევიდა, თავს დაესხა.
პოლიციამ თავდამსხმელის ადგილმდებარეობის დადგენა და მისი იდენტიფიცირება კამერებისა და თვითმხილველების დახმარებით მოახერხეს. მოგვიანებით, განყოფილებაში მისი იდენტიფიცირება შეძლო დაზარალებულმაც.
ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.