ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე გუშინ ხელისუფლების მიერ აქციის ძალადობრივად დაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ წინააღმდეგობა ცხადად აჩვენა.
„ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა გამოააშკარავა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა, აჩვენა ნამდვილი სახე. ის არასდროს ყოფილა მომხრე. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მჯერა ქართველი ხალხის, ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ”, – წერს ის.
გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაშალა – გამოიყენეს ცრელმდენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზევე დასჭირდათ.
გარდა ამისა, შსს-მ დააკავა 63 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აქვს დაზიანებები თავზე, თვალებსა და ზურგზე.