იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ.

კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის გარეთ, პროტესტს გამოთქვამდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც პარლამენტის შენობაში. კომიტეტის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბიც იყო, მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტის ოთახიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.

აღნიშნული კანონპროექტები პირველი მოსმენით უკვე განიხილა წამყვანმა და სავალდებულო კომიტეტებმა. ამის შემდგომ უნდა გამართულიყო ბიუროს სხდომა, რათა საკითხი პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შევიდეს, თუმცა დღეს ბიუროს სხდომა აღარ ჩატარდა და ის ხვალ, 10 საათისთვის გადაიტანეს.