პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა.
დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს.
„იურიდიული კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიღებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღევანდელი კომიტეტი კი დილის 9 საათზე დაიწყო და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს 17 ადამიანი გააძევა დარბაზიდან – ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ის მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აფრთხილებდა, შეკითხვას აწყვეტინებდა ან შეკითხვას უუქმებდა. ოხანაშვილი ამბობდა, რომ ისინი რეგლამენტით განსაზღვრულ მეორე მოსმენის წესს არღვევდნენ.