იუსტიციის საბჭოს წევრობის NGO-ების მხარდაჭერილმა კანდიდატებმა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღეს

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა სულხან სალაძემ, ლიკა საჯაიამ და დიმიტრი ხაჩიძემ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.

სულხან სალაძის კანდიდატურას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ლიკა საჯაიას – 10-მა, ხოლო დიმიტრი ხაჩიძეს – 17-მა.

კენჭისყრაში ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ მონაწილეობდა, კანდიდატებმა კი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კოალიცია გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მხარს სულხან სალაძეს, ლიკა საჯაიას, დიმიტრი ხაჩიძეს, ანა აბაშიძესა და გიო ბურჯანაძეს უჭერდა მხარს.

ანა აბაშიძემ და გიო ბურჯანაძემ კანდიდატურები გაიწვიეს და მათი საკითხი კენჭისყრაზე აღარ გასულა.

90-ზე მეტი ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

ვაკანტური ადგილების შესავსებად კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, ვინც დღევანდელ სხდომაზე ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. მათ შორის იქნებიან რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე, ნინო ნიშნიანიძე.