იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა.
„დაინიშნოს თამარ ღვამიჩავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით“, – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს სალომე ზურაბიშვილი აწერს.
თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე ჩაანაცვლა. ანა დოლიძემ პრეზიდენტს გათავისუფლების შესახებ 25 ივნისს მიმართა.
თამარ ღვიმიჩავა თბილსისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორია.