2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე. ინფორმაციას „სასამართლოს გუშაგი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეს მოსამართლეები პოზიციებზე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს განწესდნენ.
სააპელაციო ან რაიონული(საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე კონკურსის საფუძველზე განწესდება 3 წლის ვადით.
ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაანწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.
„სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, რომ 21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
უვადოდ დანიშნულთა შორისაა საბჭოს ყოფილი წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი ალექსანდრე გზირიშვილი და ლევან მურუსიძის ყოფილი თანაშემწე სალომე სამხარაძე.
უვადოდ დანიშნულთა შორისაა ასევე რომეო ტყეშელაშვილი, რომელმაც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის სოლიადრობის ნიშნად თქვა. ტყეშელაშვილმა „ცრუ ბრალდებები“ უწოდა აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას. გასულ წელს კი გორში „მოსამართლეთა დღის“ აღსანიშნავ წვეულებაზეც იმყოფებოდა.
„სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს საკადრო პოლიტიკა დგას იმაზე, რომ ისინი არჩევანს აკეთებენ მოსამართლეებზე მათი წრიდან. ჯანეზაშვილის თქმით, ბოლო წლებში ინიშნებიან ე.წ. კლანის წევრების ყოფილი თანაშემწეები, მათი გარემოცვის წევრები.
მისი თქმით, ალექსანდრე გზირიშვილი 3 წლის წინ იმიტომ გახდა მოსამართე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მამა დაეხმარა.
„ფორმულასთან“ საუბარში ლევან გზირიშვილმა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს კლანთან და არც არასდროს ჰქონია. მან კლანის არსებობა ჟურნალისტის ფანტაზიას დაუკავშირა.
1. ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე
3. სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
4. ალექსანდრე გზირიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
5. ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
6. ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
7. გიორგი თუნაური – ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
8. თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
9. თორნიკე კაპანაძე – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
10. ლიანა კაჟაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
11. დავით მაკარაძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
13. ეკატერინე ობოლაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
14. სალომე სამხარაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
16. ფოლადიშვილი ლიეილა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე –
17. ლევან ყოლბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
18. ნანა შამათავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
19. ირაკლი ჩიკაშუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
20. მაია ჯავახიშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე –
21. უჩა თოდუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე