პოლონურმა „ლიტერატურული წიგნის ჟურნალმა“ („Magazynu Literackiego Książki“) 21 დეკემბერს, დაჯილდოების რიგით 22-ე ცერემონიაზე ვარშავაში დეკემბრის თვის საუკეთესო უცხოურ პროზაულ ნაწარმოებად ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ დაასახელა.
„სადღაც გულში, ჩემთვის და ჩუმად მჯეროდა რომ “ბუნკერს” პოლონელები გაიგებდნენ… გაიგეს“, – წერს მწერალი ფეისბუკ გვერდზე.
„ბუნკერი“ ივა ფეზუაშვილის ცნობილი ტრილოგიის მეორე წიგნია. ამ რომანის გარდა, ტრილოგიაში შესულია „ფსკერის სახარება“ და „მასკარაფონე“.
წიგნი პოლონურად მაგდა ნაკავოსკამ თარგმნა.