ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის განიცდის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გაცემული დაპირება ვერ შეასრულა. მისივე თქმით, ასევე განიცდიან გუნდში ისინც, ვინც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ სისტემას.
„ჩვენ მუდამ ცილს გვწამებდნენ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე არცერთი პრინციპული საკითხი არ მახსოვს, 7 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. მე ზოგადად ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ იმას, რომ შევძლო – თუ ჰპირდები, უნდა გააკეთო – და მოხდა ეს. სამწუხარო რეალობაა, რომ მოხდა, მეც განვიცდი და ყველა განიცდის გუნდში“, – განაცხადა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში